აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთს 100%-იანი ტარიფით ემუქრება. "ნიუ-იორკ პოსტთან" ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ პარიზი ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებზე გადასახადს არ გააუქმებს, ვაშინგტონი ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს დაბეგრავს.
"თუ ისინი ამას გააკეთებენ, სხვა არჩევანი არ დამრჩება, გარდა იმისა, რომ საფრანგეთიდან შემოსულ ყველა შამპანურსა და ღვინოზე 100%-იანი ტარიფი დავაწესო. მაკრონს მხოლოდ ის სჭირდება, რომ ეს გაყიდვების გადასახადი გააუქმოს და ასეთ ზეწოლასთან გამკლავება აღარ მოუწევს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ულტიმატუმს ემანუელ მაკრონმა უპასუხა. საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ რა რეგულაციები ექნება პარიზს, შეერთებული შტატების გადასაწყვეტი არ არის.
