G7-ის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან  ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი "საკმაოდ მალე" გამოქვეყნდება.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მინდა, რომ ის გამოქვეყნდეს. ასე რომ, ალბათ, მალე მოხდება. ვიტყოდი, რომ პარასკევის შემდეგ, რადგან სრუტე გაიხსნება. ის ახლაც ღიაა, მაგრამ სრულად გაიხსნება", - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ "გარემოებებზეა დამოკიდებული", დაესწრება თუ არა ის პარასკევს ჟენევაში ხელმოწერის ცერემონიას, თუმცა დასძინა, რომ იქ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი იქნება.