აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და ირანმა უკვე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სპარსეთის ყურეში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.
"ყველა შეთანხმება ხელმოწერილია. სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია", - განაცხადა ტრამპმა საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტზე ჩასვლის შემდეგ მალევე და მიესალმა შეთანხმებას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.
ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია პარასკევს, ჟენევაშია დაგეგმილი.
კითხვაზე, თუ როდის გამოქვეყნდებოდა მემორანდუმის ტექსტი, ტრამპმა უპასუხა: „ალბათ, საკმაოდ მალე. ვიტყოდი, პარასკევის შემდეგ... ვფიქრობ, უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა ტრამპმა.
