აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟენევაში, დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი და მთავარი თემა ირანთან მისი ახალი შეთანხმება იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპმა ვაშინგტონი ღამით დატოვა, ის UFC-ის ბრძოლის შემდეგ, დილით ადრე გაფრინდა.
ჟენევის აეროპორტიდან ის ევიან-ლე-ბენში, ფრანგულ ალპურ კურორტზე გაემგზავრება, სადაც წლევანდელი სამიტი იმართება.
მედიის ინფორმაციით, დღესვე, ტრამპი პირისპირ შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, რომელთანაც მას ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
