ნიკა მელია ციხიდან პასუხის პასუხს აბრუნებს.

ურთიერთბრალდებები ღალატთან დაკავშირებით გრძელდება.
ოპოზიციური ალიანსი დაშლის პირასაა, ამჯერად განხეთქილების მიზეზი პატიმარი მელიას წერილი გახდა, სადაც პატიმარ სააკაშვილს მოღალატეს და მატყუარას უწოდებს.

პასუხად მიხეილ სააკაშვილმა ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა რომ ნიკა მელიას ბევრი რამ გაუტარა და სულ ჰქონდა იმედი, რომ მისგან - რამე დაგდებოდა თუმცა სააკაშვილის თქმით მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და სხვები.

მელიას განცხადებით სააკაშვილი ანონიმური მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მოქმედებდა.

"სააკაშვილმა საჯარო ინტერესს უნდა უპასუხოს ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე, უმჯობესია მალევე ღიად დაწეროს, თუ რეალურად ვის სდებს ბრალს ღალატში, ვინაიდან ფაქტია რომ "ანონიმური" მოღალატეების კარნახით არა მხოლოდ ჩამოვიდა და დაიჭირეს, არამედ მთელი 2022 წლის ჩათვლით მოქმედებდა.

სააკაშვილმა სულ ბოლო თავისი ცილისმწამებლური შხამი მაშინ მიმოაფრქვია, როცა 26 მაისის აქციას გამოეხმაურა. ბიკი ყუფარიობა საშინლად არაგულწრფელ იერზე აყენებს მავანსა და მავანს.
ხალხი გაიგებს სიმართლეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხვალ / ზეგ სააკაშვილივით უღირსად და საშინლად დამაზიანებლად ვეღარავინ მოიქცეს. 2021 წლის ბოლოდან, ეჭვიანობამ თავისი ქნა და მოხდა ის, რაც მოხდა! სააკაშვილი ამ საკითხზე ბუნდოვანი განცხადებებით ფონს ვეღარ გავა,"- წერს ნიკა მელია.