გაეროს მონაცემებით, ძლიერი ზამთრის შტორმის გამო, ღაზის სექტორში 800 000-ზე მეტ მცხოვრებს დატბორვის საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმებმა უკვე დატბორა ბანაკები და რამდენიმე შენობის ნგრევა გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, ბანაკებში მცხოვრები მოქალაქეების კარვები მუდმივად იტბორება და მათ წყალთან გამკლავება საკუთარი ძალებით უწევთ.
BBC-ის ცნობით, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და მშვიდობიანი მოლაპარაკებების მეორე ეტაპს ელოდება.
