ექსპერტებმა, მსოფლიოში ყველაზე დიდი ობობის ქსელი აღმოაჩინეს, რომელშიც 110 000-ზე მეტი ობობა ბინადრობს, რაც გამოქვაბულის სიღრმეში ნამდვილ კოშმარულ მეტროპოლიას ქმნის. 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ეს მონუმენტური ნაგებობა 106 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, გამოქვაბულის ვიწრო, დაბალჭერიანი გასასვლელის კედლის გასწვრივ.

გიგანტური ობობის ქსელი, "გოგირდის გამოქვაბულის" სიღრმეში, ალბანეთ-საბერძნეთის საზღვარზე, გამოქვაბულის შესასვლელიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს.

გიგანტური ქსელი ობიბის ორი სახეობის სახლია: Tegenaria domestica, ასევე ცნობილი როგორც სახლის ობობა, და Prinerigone vagans, პატარა, ტენიანობის მოყვარული ობობა, რომლის სიგრძე მხოლოდ 3 მილიმეტრია.

"ბუნება კვლავ უამრავ სიურპრიზს მალავს", - განუცხადა Live Science-ს კვლევის წამყვანმა ავტორმა, რუმინეთის საპიენტიას უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, იშტვან ურაკმა.