"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ბრალდებას არ ეთანხმება.
პოლიტიკოსის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. ესენია უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდება.
