ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უახლოეს მომავალში ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს - ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ვიზიტი შესაძლოა მომავალ კვირას ან ერთ კვირაში შედგეს, რადგან ტრამპი ისრაელსა და ლიბანს შორის უფრო ფართომასშტაბიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობს. მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის ვადა, რომელიც ტრამპმა სამი კვირით გაახანგრძლივა, მაისის შუა რიცხვებში იწურება.
ტრამპმა ნათლად მიანიშნა, რომ უახლოეს მომავალში ნეთანიაჰუსა და ლიბანის პრეზიდენტ ჯოზეფ აუნს შორის ისტორიული შეხვედრის გამართვას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და ლიბანს ათწლეულების განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობები არ ჰქონდათ.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აუნმა ცოტა ხნის წინ უარი თქვა ნეთანიაჰუსთან ტელეფონით პირდაპირ საუბარზე და გაურკვეველია, დათანხმდება თუ არა ის ისრაელის ლიდერთან პირდაპირ შეხვედრას.
