ისრაელის დარტყმების შედეგად, სამხრეთ ლიბანში, სამაშველო ოპერაციის დროს, ლიბანის სამოქალაქო თავდაცვის სამი თანამშრომელი დაიღუპა, - ამის შესახებ ABC NWES-ი ლიბანის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურზე დაყრდნობით წერს.
განცხადების თანახმად, ჰუსეინ სატი, ჰადი დაჰერი და ჰუსეინ ღადბუნი დიდი ხანია სამოქალაქო თავდაცვის მოხალისეები იყვნენ.
დაჰერი და ღადბუნი 20 წლის იყვნენ. კიდევ ერთ დაღუპულს, სატის, ორი შვილი დარჩა.
ლიბანის შეიარაღებული ძალების ცნობით, იმავე თავდასხმის დროს, მათი ორი ჯარისკაციც დაშავდა.
