სეპარატისტი მებრძოლებისა და ისლამისტი ექსტრემისტების მხრიდან კოორდინირებული თავდასხმების შემდეგ, საფრანგეთმა თავის მოქალაქეებს მოუწოდა, მალი რაც შეიძლება მალე დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, განცხადებაში საფრანგეთის მოქალაქეებს ასევე მოუწოდებენ, რომ დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყანაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, რადგან სიტუაცია "უკიდურესად არასტაბილურია".

BBC-ის ცნობით, შაბათს, აფეთქებებისა და ხანგრძლივი სროლის შესახებ ინფორმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქ ბამაკოშიც გავრცელდა. კატიში, თავდაცვის ლიდერი სადიო კამარა, სავარაუდოდ, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის შედეგად დაიღუპა. ქვეყნის ჩრდილოეთით, სეპარატისტულმა ძალებმა ქალაქ კიდალზე კონტროლი აიღეს.

ამასთან, მალის სამხედრო ლიდერმა, გენერალმა ასიმიგოიტამ განაცხადა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.