ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ დააკავა. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი ბარის თანამშრომლებს მოკვლით დაემუქრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გრიგორიადისის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 151 მუხლით არის დაწყებული, რაც სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.
