დაკავებულია მძღოლი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ეზოში ავტომობილით შევარდა.

ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად, დაზიანებულია შლაგბაუმი და მოგლეჯილია ჭიშკარი.

თვითმხილველების თქმით, მძღოლი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.