აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკელ და ირანელ მომლაპარაკებლებს „მაგიდაზე საკმაოდ მყარი შეთავაზება აქვთ, სრუტის გახსნის შესაძლებლობის თვალსაზრისით" და ორ ქვეყანას შორის შეთანხმება შესაძლოა ორშაბათს შედგეს, ინფორმაციას მედია ავრცელებს.
"ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ", - განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის შეთანხმების მიღწევის იმედით, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა, ხოლო აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები, მხარეებს შორის გარიგების დადების იმედით გაიზარდა.
“სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. როგორც ვთქვი, ვფიქრობდით, რომ შესაძლოა სიახლე გვქონოდა გუშინ ღამით. მაგრამ, შესაძლოა, ის გვქონდეს დღეს“, - აღნიშნა რუბიომ.
