ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აღიარა, რომ ქვეყანა აშშ-სთან და ისრაელთან მიმდინარე ომის შედეგად დაზარალდა, თუმცა აღნიშნა, რომ ისლამურ რესპუბლიკას კვლავ "სრულად შეუძლია, მტკიცედ დაიცვას ჩვენი ერის უფლებები". ამის შესახებ ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მთავრობის საინფორმაციო საბჭოს სახით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტის კაბინეტის რამდენიმე წევრი ესწრებოდა, პეზეშკიანმა განაცხადა, რომ "ირანის ლიდერებმა თავი უნდა აარიდონ ნებისმიერ განხეთქილების ტონს ან ენას, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა შევხედოთ სიმართლეს თვალებში - არ შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ზიანი არ მიგვიღია".

"ნებისმიერი, ვისაც წამყვანი თანამდებობა უჭირავს, გულწრფელად და ღიად უნდა ესაუბროს თავის საზოგადოებას და თავის ხალხს. მიუღებელია შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, ცრუ მესიჯები ან რეალობის ისეთი გამოსახვა, რომელშიც ისინი იშლებიან და ჩვენ აყვავებულები ვართ. სიმართლე ისაა, რომ ჩვენ და სხვები სირთულეების წინაშე ვდგავართ", - განაცხადა პეზეშკიანმა.

პეზეშკიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი დიპლომატიურ მოლაპარაკებებს გააგრძელებს, ის ზეწოლას არ დაემორჩილება.

"ჩვენ არ შევწირავთ ჩვენი ქვეყნის ღირსებასა და პატივს კომფორტს. ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი მიზეზები და სრულიად შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ერის უფლებები ძალით, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით", - განაცხადა პრეზიდენტმა.