თბილისში, მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საბურთალოზე ცოტა ხნის წინ მოხდა. დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
