საგამოძიებო უწყება "ფორმულას" ჟურნალისტს, ელისო ჯარიაშვილს გამოკითხავს. ჟურნალისტი გამოკითხვაზე იმ რეპორტაჟის გასვლის შემდეგ დაიბარეს, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ 2024 წლის ნოემბრის აქციების დროს გურამ როგავაზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა.

როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჯარიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, საგამოძიებო უწყება ონლაინ რეჟიმში გამოკითხავს გურამ როგავასაც.

საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვით "კურიერმაც" მიმართა, როგორც უწყებაში აღნიშნეს, სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების ძალადობრივად გადამეტების ფაქტებზე გამოძიება ამ ეტაპზეც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჩვენი საგამოძიებო რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დამიკავშირდა გამომძიებელი თბილისის პროკურატურიდან, მოვედი რათა მას შევატყობინო იმ პირის ვინაობა, რომელიც წყაროების მიერ და სისტემის შიგნიდან წამოსული წყაროების მიერ არის იდენტიფიცირებული. ნახა ეს მასალა საგამოძიებო უწყებამ, ახლა ჯერი მათზეა“, - აცხადებს "ფორმულას" ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი.