ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს - დავით და გიორგი მიქაძეების, ასევე, გიორგი ჯოხაძეს, თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურება.
სასამართლოს შენობასთან პოლიციის მობილიზებაა. ადგილზე შეკრებილები არიან ბრალდებულებისა და მოკლული ბიზნესმენის ახლობლები.
ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით, განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდადებულია გელა უძილაური. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამავე საქმის ფარგლებში, ბრალდებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.
დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე ძებნაში იმყოფებიან.
