ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან და კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად, მის ქვეყანაში კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იტყობინება.

"სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცების, ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციის დასრულების და ამ მხრივ გადასადგმელი ნაბიჯების, მათ შორის, ამ მიზნით პრევენციის ცენტრის შექმნის შესაძლებლობის საკითხი", - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, სატელეფონო საუბარი შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების ფონზე განხორციელდა, სადაც შუამავლების თქმით, აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ ლიბანში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ მიღწეული შეთანხმების განხორციელების უზრუნველსაყოფად, "კონფლიქტის მოგვარების კოორდინაციის ცენტრს" შექმნიან.