ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ თანამდებობა დატოვა. მასთან ერთად სრული შემადგენლობით გადადგა ქვეყნის მთავრობაც.

კაბინეტის ბოლო სხდომაზე გადადგომის შესახებ რეზოლუციას მინისტრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

პროცედურის თანახმად, შესაბამისი დეკრეტი პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას დღესვე გადაეცემა. ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, მოქმედი კაბინეტი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას. პრემიერ-მინისტრის გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები მმართველ კოალიციაში მიმდინარე პოლიტიკურ გადაჯგუფებას უკავშირდება.