"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა, პოლიტსაბჭოს წევრობა თუ სხვა ნებისმიერი პოზიცია, ეს არ არის რაღაც ჩინ-მედლები და პრივილეგიები. ეს არის მხოლოდ თავის ტკივილი" - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე აცხადებს.
მისი თქმით, ახლა სხვა პრიორიტეტები დგას დღის წესრიგში და მთავარი პარტიის მართვის სისტემის შეცვლაა.
"გამარტივებულია ასე საუბარი, რომ ვიღაცა რაღაცაზე ნაწყენია, არა მგონია, რომ ეს ასე იყოს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობა, პოლიტსაბჭოს წევრობა თუ სხვა ნებისმიერი პოზიცია, ეს არ არის რაღაც ჩინ-მედლები და პრივილეგიები, ეს არის მხოლოდ თავის ტკივილი. ჩვენ თანამდებობების გადანაწილებისთვის არ გვცხელა და არ გვცალია. მთავარი არის ჩვენი პარტიის მართვის სისტემის შეცვლა. "ნაციონალური მოძრაობა" მუდმივად ცდილობდა განახლებას, ოღონდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ არც ერთი არ მოდიოდა გამზადებულად რაღაც თანამდებობებზე, "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ხომ არ არის, თანამდებობები გავინაწილოთ?" - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
