არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, საჰაერო სივრცე  ნაწილობრივ დახურა მას შემდეგ, რაც ირანმა ქვეყნის მიმართულებით რაკეტები და დრონები ისროლა, ეს კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ პირველად მოხდა - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საჰაერო ძალების წარმომადგენლებისთვის გაგზავნილი შეტყობინების (NOTAM) თანახმად, არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცე ნაწილობრივ დაკეტილია და თვითმფრინავებს გარკვეული მარშრუტებით გადაადგილება შეეზღუდათ. ახალი ზომების შესახებ სამშაბათს გამოცხადდა და ძალაში 11 მაისამდე იქნება.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მიერ გაშვებული 19 რაკეტა და დრონი "მოიგერიეს", რაც ბოლო კვირების განმავლობაში პირველი თავდასხმა იყო. მათ ირანის მიერ ქვეყანაში სამოქალაქო სამიზნეებსა და ობიექტებზე განახლებული თავდასხმები დაგმეს და განაცხადეს, რომ საპასუხო ზომები მიღების უფლებას იტოვებენ.