ირანი აცხადებს, რომ „მტრულად განწყობილი ქვეყნების“ გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გავლა კვლავ აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ირანის სახელმწიფო მედია IRIB-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ირანული მედია ამის შესახებ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე იუწყება.
"ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნების კუთვნილ გემებს ჰორმუზის სრუტეში გავლა ეკრძალებათ", თუმცა თეირანი გააგრძელებს თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, რომლებიც ირანის განკარგულებას ემორჩილებიან", - წერს მედია.
როგორც CNN-ი წერს, მიუხედავად ოპტიმიზმისა, რომ აშშ-ირანს შორის შეთავაზებულმა შეთანხმებამ შესაძლოა სრუტეში კომერციული გადაზიდვები გაზარდოს, თეირანი, როგორც ჩანს, კვლავ ცდილობს სრუტეზე კონტროლის უფრო მაღალი დონის შენარჩუნებას, ვიდრე ეს კონფლიქტამდე ჰქონდა.
