ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა. ინფორმაციას abc news-ი ავრცელებს
მედიის ინფორმაციით, ისრაელმა განაცხადა, რომ ლიბანში სამხედრო ოპერაციას აძლიერებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია, კიდევ 10 ბავშვი კი დაშავდა.
abc news-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2 მარტიდან მოყოლებული, ისრაელის ძალებმა ლიბანში სულ მცირე 3 213 ადამიანი მოკლეს და 9 737 დაჭრეს.
აშშ-ის შუამავლობით ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის აპრილში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელის იერიშები გრძელდება.
