ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას ნიუ-იორკში, "ზოგადი გარემოებებისა და აშშ-ის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო",  არ დაესწრება.  CNN-ს ცნობით, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.

ბაღაის თქმით , არაღჩი ჩინეთის მიერ ინიციირებულ ღონისძიებაზე იყო მიწვეული, რომელიც ნიუ-იორკში უნდა გაიმართოს.

მედიის ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს კალენდრის თანახმად, სამშაბათს დაგეგმილი ღია შეხვედრა, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საკითხების განხილვას დაეთმობა.