ვაშინგტონმა და თეირანმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
The Washington Post-ის ცნობით, ჩარჩო მემორანდუმი გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 60 დღით გაგრძელებას, რა დროსაც მხარეებმა საბოლოო ზავის პირობებზე უნდა იმუშაონ. გეგმის მიხედვით, ირანი ვალდებულებას იღებს, განაღმოს და გახსნას ჰორმუზის სრუტე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას მოხსნის.
გარდა ამისა, საომარი მოქმედებები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ლიბანშიც უნდა შეწყდეს.
მედია, წერს, რომ დოკუმენტი ჯერ ხელმოწერილი არ არის. ირანული მხარე აცხადებს, რომ სრუტის მართვაზე "კანონიერ უფლებას" ინარჩუნებს, ვაშინგტონი კი თეირანისგან ურანის გამდიდრების სრულ შეწყვეტას ითხოვს, რაზეც ირანი ამ დრომდე უარს ამბობს.
