შეერთებულ შტატებსა და ირანს შორი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მოახლოებასთან ერთად, მსოფლიოში ნავთობის ფასი 6%-ით დაეცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

Brent-ის ფასი 5,58%-ით შემცირდა და ბარელზე 97,69 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ში ნავთობის ფასი (WTI) 5,9%-ით დაეცა და 90,85 დოლარამდე ჩამოვიდა.

იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსი პირველად გადასცდა 65 000-იან ნიშნულს და 3%-ით გაიზარდა იმ იმედით, რომ ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება.

შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა და ირანმა ძირითადად  მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ითვალისწინებს.  მეხუთედს ატარებდა.

"მიუხედავად ყველა იმ შენიშვნისა და რისკისა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებასა და ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით რჩება, ახლა გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, რაც ნავთობის ფასების შემცირებას უახლოეს მომავალში გამოიწვევს," - განაცხადა MST Marquee-ის ანალიტიკოსმა საულ კავონიკმა.

თუმცა, ორივე მხარე რამდენიმე რთულ საკითხზე კვლავ უთანხმოებაშია, ტრამპმა კვირას მან თავის წარმომადგენლებს უთხრა, რომ ირანთან არანაირი შეთანხმების დადება არ იჩქარონ.