The Telegraph-ის ინფორმაციით, სწორედ დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და კანადამ დაბლოკეს იდეა, რომელიც კიევის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ გამართულ დისკუსიებზე გაჟღერდა.
მედია ყურადღებას ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე ამახვილებს და წერს, რომ მათი პოზიცია ორმაგი დარტყმა იქნება გაერთიანებული სამეფოს რეპუტაციისთვის, რომელიც ომით დაზარალებული ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლებოდა.
ინიციატივის მიხედვით, ნატოს მოკავშირეებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25 პროცენტი უნდა დაეხარჯათ.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, ამ კვირაში აღიარა, რომ მისი გეგმა წინ ვერ წავიდოდა, რადგან საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.
"არ ვფიქრობ, რომ ამ წინადადებას ოფიციალურად წარვადგენთ", - განუცხადა მან ჟურნალისტებს, თუმცა მოწინააღმდეგე ქვეყნები არ დაუსახელებია.
რუტეს განცხადებით უკრაინისთვის გაწეული დახმარება :ნატო-ს ფარგლებში არათანაბრად არის გადანაწილებული: და რომ ბევრი ქვეყანა "არასაკმარისად ხარჯავს, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება".
მინისტრებმა ამ კვირაში დაიწყეს მსჯელობა იმაზე, თუ რა იქნებოდა უკრაინისთვის რეალური და ხელშესახები მხარდაჭერა.
ალიანსის კულუარებიდან ცნობილი ხდება, რომ წევრმა სახელმწიფოებმა, - სულ მცირე შვიდმა ქვეყანამ, რომლებიც უკვე ხარჯავენ მშპ-ს 0.25 პროცენტზე მეტს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, - წინადადებას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
