ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ, რომელიც ისლამური რესპუბლიკის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ომის დასასრულებლად აშშ-სგან "დათმობებს“ არ ითხოვს, არამედ "უბრალოდ მოითხოვს მისი უფლებების პატივისცემას". ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

"ჩვენ გვსურს ჩვენი უფლებების აღდგენა. ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით იმ პირობებში, რასაც თავად ისინი "გამანადგურებელ სანქციებს" უწოდებენ. ეს სანქციები სხვადასხვა საბაბით დაწესდა, ძირითადად ე.წ. ირანის ბირთვული საფრთხის გამო, მაშინ როდესაც სინამდვილეში, ირანის მხრიდან ბირთვული საფრთხე, რეგიონში ან მსოფლიოში არცერთი მოთამაშისთვის არ არსებობს," - განაცხადა ბაღაიმ.

მედიის ინფორმაციით, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ირანის მოთხოვნები შეთანხმების მიღწევის შესახებ, რომელიც 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ერთობლივად დაწყებული ომის დასრულებას, აშშ-ის მიერ ირანელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების დასრულებას, სანქციების მოხსნას და ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლებას და მათ ქვეყანაში დაბრუნებას ითვალისწინებს.