პარიზში საფეხბურთო კლუბ "ნიცას" 100-მდე გულშემატკივარმა მასობრივი არეულობა და ჩხუბი მოაწყო. შავებში ჩაცმული პირები თავს დაესხნენ ერთ-ერთ ბარს და ქუჩაში მყოფ გამვლელებს, იყენებდნენ ხელკეტებს, ცივ იარაღს, ისროდნენ სკამებს.

ძალადობრივი შეტაკებების შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. პოლიციამ 65 თავდამსხმელი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის კონკრეტული მოტივი არ არსებობდა. ქალაქში ჩასული გულშემატკივრები საკუთარი გუნდის მატჩამდე მიზანმიმართულად ეძებდნენ კონფლიქტის საბაბს.