ირანმა აპრილის დასაწყისში დაწყებული ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, დრონების ნაწილის წარმოება უკვე განაახლა - ინფორმაციას Reuters-ი CNN-ზე დაყრდნობით წერს.
მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, ირანის სამხედრო ძალები გაცილებით სწრაფად იკრებენ ძალებს, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
ცნობისთვის, ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის თეირანზე შემდგომი თავდასხმებისთვის, თუ ირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს შეუძლია რამდენიმე დღე დაელოდოს "სწორი პასუხების მიღებას".
