ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა, როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციას ჰორმუზის სრუტიდან გამავალი გემების დასახმარებლად საზღვაო ძალისხმევის შეჩერების გამო დასცინა, - ამის შესახებ Times Of Israel-ი წერს და ღალიბაფის პოსტს აქვეყნებს.

"ოპერაცია "მენდე ძმაო" ჩაიშალა. ახლა ჩვენ რუტინას ვუბრუნდებით ოპერაცია "ფაქსიოსის" მეშვეობით", - წერს ღალიბაფი X-ზე.

სამშაბათს, ოპერაციის შეჩერების შესახებ განცხადების გაკეთებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამას პაკისტანისა და სხვა ქვეყნების თხოვნით აკეთებდა. ასევე, მან აღნიშნა, რომ "ირანთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია".