ერთი კვირის განმავლობაში, რუსეთის ძალების თავდასხმებს უკრაინაში 70 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულია 500-ზე მეტი, - მონაცემები გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა.

ამ ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიასა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას კიევიდან პერსონალის ევაკუაციისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურმა სპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ 9 მაისს - ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - უკრაინა მოსკოვზე იერიშს მიიტანს, რუსეთის მხრიდან დარტყმა "გარდაუვალი" გახდება.