საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა - უმაღლესი სასულიერო პირების მიერ უკვე დასახელებულია ის სამი კანდიდატი, რომელთაგანაც ეკლესია ახალ პატრიარქს აირჩევს:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი)

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)

კენჭისყრის შედეგად, კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

წესდების თანახმად, სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრება 16 მაისამდე უნდა გაიმართოს. პატრიარქის ტახტს დაიკავებს ის, ვინც კენჭისყრისას ხმათა უმრავლესობას, სულ მცირე, 20 ხმას მოაგროვებს.

კენჭისყრის შედეგად, კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

"ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა შედგება გაფართოებულ კრებაზე, სადაც კენჭისყრის შედეგი გვაჩვენებს, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. თარიღი ჯერ არ არის ცნობილი", - განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

წესდების თანახმად, სამების საკათედრო ტაძარში გაფართოებული კრება 16 მაისამდე უნდა გაიმართოს. პატრიარქის ტახტს დაიკავებს ის, ვინც კენჭისყრისას ხმათა უმრავლესობას, სულ მცირე, 20 ხმას მოაგროვებს.