პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ისინი "კოლაფსის" მდგომარეობაში არიან და აშშ-ისგან ჰორმუზის სრუტის გახსნას ითხოვენ.

"ირანმა ახლახან გვაცნობა, რომ კოლაფსის მდგომარეობაში არიან. მათ სურთ, რომ ჩვენ ჰორმუზის სრუტე რაც შეიძლება მალე გავხსნათ, სანამ ისინი თავიანთი ხელმძღვანელობის საკითხის მოგვარებას შეეცდებიან (და მე მჯერა, რომ ისინი ამას შეძლებენ!)" - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა კონფლიქტის მოგვარების შესახებ ირანის უახლეს შეთავაზებას დაეთანხმოს. თეირანის შეთავაზება სრუტის გახსნას ითვალისწინებს, მაგრამ ბირთვულ საკითხებს მოლაპარაკებების შემდგომი ეტაპისთვის ტოვებს.