შრი-ლანკის ხელისუფლების განცხადებით, დედაქალაქ კოლომბოს საერთაშორისო აეროპორტში 22 ბუდისტი ბერი, 110 კილოგრამზე მეტი კანაფის შენახვისთვის დააკავეს.

CNN-ის ინფორმაციით, ეს ამ ტერმინალის არსებობის ისტორიაში, ნარკოტიკული საშუალების ამოღების უმსხვილესი ოპერაციაა.

მედიის ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაილანდიდან დაბრუნებულ მამაკაცებს, ბანდარანაიკეს საერთაშორისო აეროპორტში, ჩემოდნებში, თითოეულს ხუთ კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოუჩინეს.

პოლიციის განცხადებით, ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ ნარკოტიკები ბარგში, სპეციალურად მოდიფიცირებული, ორმაგი ჯიბეების გამოყენებით იყო დამალული.