დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა და სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ წინადადებას, რომელიც ომის შეწყვეტას ეხება, - ინფორმაციას მედია ავრცელებს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, თეირანმა ვაშინგტონს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადება გადასცა, ირანული გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას და თავდაუსხმელობის გარანტიებს, რასაც უნდა მოჰყვეს აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადის მოხსნა და ჰორმუზის სრუტეზე ირანის კონტროლის აღიარება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში დაიწყება ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვა.

"როიტერს" და "ვოლ სტრიტ ჯურნალი" ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ამერიკის პრეზიდენტს შეთავაზებაზე ჯერ კატეგორიული უარი არ უთქვამს, თუმცა ეჭვს გამოთქვამს, რამდენად არის მზად თეირანი შეასრულოს მთავარი მოთხოვნა - შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.

ვაშინგტონისთვის პრიორიტეტია ბირთვული საკითხის გადაჭრა. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში თეთრი სახლი თეირანს თავის პასუხს და საპასუხო წინადადებებს წარუდგენს.