საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს, ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აპრილს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულს დაპირისპირება მოუხდა ორ პირთან. მომხდარით განაწყენებული, იმავე დღეს, ღამის საათებში დაზარალებულებს გზაზე დახვდა და დანით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო", -აღნიშნულია უწყების განცხადებაში.