პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატები, კატარის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნით, სამშაბათისთვის ირანზე დაგეგმილ თავდასხმებს გადადებს. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, "მიმდინარეობს სერიოზული მოლაპარაკებები და მიღწეული იქნება შეერთებული შტატებისთვის მისაღები შეთანხმება".
მისივე განცხადებით, მან პენტაგონს დაავალა, მოემზადოს "ირანზე სრულმასშტაბიანი, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის ნებისმიერ დროს, თუ მისაღები შეთანხმება არ იქნება მიღწეული".
