მეტროსადგურ "300 არაგველზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, მან დაზიანებები მიიღო, - ინფორმაცია  თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

ამ ეტაპზე, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. ადგილზე სასწრაფო და სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.