სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად, პარლამენტმა გეკა გელაძე დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

გეკა გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგი იყო.

პარლამენტმა გეკა გელაძე თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა.