ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს - მიზანი ირანული პორტების სრული ბლოკირებაა.
არაბეთის ზღვაში, ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთით, ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი ხომალდი შეაჩერეს და უკან გააბრუნეს. არსებული ინფორმაციით, გემი ირანისკენ მიემართებოდა. შტატების სარდლობის მონაცემებით, ბლოკადის დაწყებიდან დღემდე, კურსის შეცვლა უკვე 39 ხომალდს მოუწია.
პარალელურად, თეირანი ვაშინგტონს პირობას უყენებს: თუკი ამერიკა სანქციებს მოხსნის და საომარ მოქმედებებს დაასრულებს, ირანი მზადაა, ჰორმუზის სრუტის ბლოკირება შეწყვიტოს.
თეირანის ინიციატივა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დროებით გადადებასაც გულისხმობს.
