CNN-ი ირანულ მედიაზე ცნობით წერს, რომ ირანის ეროვნული ვალუტის გაცვლითმა კურსმა, აშშ დოლართან მიმართებაში, რეკორდულად დაბალ ნიშნულს მიაღწია და 1 დოლარი დაახლოებით 1,8 მილიონ რიალს შეადგენს.

მედიის ინფორმაციით, ერთი დოლარის ფასი ბოლო ორი დღის განმავლობაში 23 000 ტუმანზე მეტით გაიზარდა. ეს ირანში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვალუტაა, რომელიც 10 ირანულ რიალს უტოლდება.

დევალვაცია შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის არასტაბილური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე ხდება. ამაზე ზეგავლენას შეერთებული შტატები მხრიდან ირანის პორტების საზღვაო ბლოკადაც მოქმედებს, რადგან ნავთობის გადაზიდვა შეზღუდულია.

CNN-ი წერს, რომ ირანის ეკონომიკა კონფლიქტამდეც სავალალო მდგომარეობაში იყო. ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი, 2012 წელის მონაცემებით, დაახლოებით 8 000 დოლარს შეადგენდა, 2024 წელს კი 5 000 დოლარამდე შემცირდა, რაც ინფლაციით, კორუფციითა და სანქციებით არის გამოწვეული.