პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არ უნდა დაეფუძნოს ისეთ მოდელს, რომელიც, მისი შეფასებით, ტერიტორიული დანაკარგებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების დათმობის ხარჯზე ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანა მსგავს გზას არ აირჩევს.

"მინდა, ვუთხრა ყველას ბრიუსელში, საქართველო არასდროს დადგება ევროინტეგრაციის უკრაინულ და მოლდოვურ გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თავის "ფეისბუქ" გვერდზე წერს.