უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-ში ბენზინის ფასმა კიდევ 5 ცენტით მოიმატა და ჩვეულებრივი ბენზინის ღირებულებამ გალონზე 4.23 დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ფასები მხოლოდ ბოლო კვირაში 21 ცენტით, ანუ 5%-ით გაიზარდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დიდი ყოველკვირეული ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ, ფასი 42%-ით გაიზარდა.

როგორც ამერიკული მედია წერს, ირანში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბენზინის ფასი დაეცა და საშუალოდ 4.02 დოლარი შეადგინა. თუმცა, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლამ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა გამოიწვია, რაც ფასების ზრდაზე მკვეთრად აისახა.