პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ჩანს, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები.
მისივე თქმით, პოლონეთის პოზიცია, რომ საქართველოში ქართულენოვანი განყოფილება დაამატონ, საკუთარი ხალხის წინაშე ახსნას ვერ პოვებს.
"ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, პოლონეთის გადაწყვეტილება ქართველი რადიკალების მოთხოვნას პასუხობს, რომ დეზინფორმაციის და იმ მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს, რაც არასახელმწიფოებრივია“, – განაცხადა წილოსანმა.
