"ვფიქრობ, დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღების, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებს ეხება", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების შესახებ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი განსაკუთრებით კი ექიმისთვის.

"ვფიქრობ, დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღების, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, როცა ეს ბავშვებს ეხება.

დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი. ვფიქრობ, განსაკუთრებით ექიმისთვის დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.