საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილება, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ცვლილებების მიხედვით, მთავრობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც დაიკავებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონში ცვლილებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 10 წავიდა.

მას შემდეგ რაც პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ხელს მოაწერს, პრემიერ-მინისტრს უფლება ექნება, მამუკა მდინარაძე პოსტზე დანიშნოს.