რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც კიევიდან დიპლომატების ევაკუაციას მოუწოდებს - ამის შესახებ რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანზე, მარია ზახაროვაზე დაყრდნობით წერს.
"2026 წლის 4 მაისს, თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა კიევის რეჟიმის მიერ სამამულო ომში გამარჯვების დღეს, მოსკოვზე დარტყმის მუქარასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თქვენი ქვეყნის ხელისუფლებას/თქვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ განცხადებას და უზრუნველყონ დიპლომატიური და სხვა მისიების პერსონალის, ასევე მოქალაქეების დროული ევაკუაცია კიევიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კიევის წინააღმდეგ, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმის გარდაუვალობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.
