შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის (PAM) წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.
პაპუაშვილმა მედიასთან ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე ისაუბრა.
"რაც შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხალხთან სასაუბრო უფრო ნაკლები და ნაკლები გვრჩება. ჩვენ ვართ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ყველაფრით, ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანეს რუსული აქცენტი, აი ყველაფრით აბსოლუტურად არის სრული რეინკარნაცია სახალხო დეპუტატთა ყრილობის.
ჩვენს შორის არის ღირებულებების უფსკრული, ქართულ ღირებულებებთან ის ღირებულებების აჯაფსანდალი, რაც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ამასთან საერთო არაფერი გვაქვს და ვერც გვექნება.
ევროკავშირის ეს ინსტიტუცია თვისობრივად უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ საქართველოს მასთან შეეძლოს რაიმე სახის ურთიერთობა.
საბჭოთა კავშირის მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებების განმცხადებელ ადამიანებთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
